24. 05. 2019

საინტერესო ფაქტები ენებზე

მსოფლიოში  ენების რაოდენობა  დაახლოებით 7000. ეს რიცხვი შეიძლება შეიცვალოს  იმის მიხედვით თუ როგორ გესმით სიტყვა "ენა".  მეცნიერებს შორის მუდმივად  მიმდიანრეობს კამათი იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა ეს თუ ის დიალექტი ენად.

სულ არსებობს  300 ჟესტების ენა.

აზიელები დაახლოებით  2200 ენაზე ლაპარაკობენ, ევროპელები კი მხოლოდ  260.

არაბულ ენაში 28 ასოა, რომელიც სიტყვის ბოლოს და შუაში, განსხვავებულად იწერება, ივრითში ასეთი – 5 ასოა, ბერძნულში – 1.

ყველაზე გავრცელებული ენა, რომელზეც ადამიანების უმრავლესობა საუბრობს არის  ინგლისური — 1500 მილიონი, ჩრდილო-ჩინური — 1100 მილიონი, ჰინდი — 650 მილიონი.

ჩინური ენა შეიცავს დაახლოებით 50,000 სიმბოლოს, მარტივი ტექსტის წასაკითხად  თქვენ უნდა იცოდეთ დაახლოებით  2000 სიმბოლო. ამიტომ გასაკვირი არაა რატომ ითვლება ის ყველაზე რთულ შესასწავლ ენად.

მსოფლიოში სულ 14 დამწერლობა არსებობს: 1. ქართული 2. სომხური 3. ლათინური 4. ებრაული 5. ჩინური 6. სირიული 7. არაბული 8. ბერძნული 9. ეთიოპიური 10. იაპონური 11. კირილიცა 12. ინდური 13. მონღოლური 14. კორეული.

მსოფლიო პროცესების გლობალიზაცია შეეხო ენებსაც. დაახლოებით  2500 ენა გადაშენების პირასაა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იყენებს ექვს  ოფიციალურ ენას: ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, ჩინურს, რუსულს და არაბულს.

მე-17 ასწლეულში  შექმნილი იქნა  200 ხელოვნური ენა. უმეტესობა მათგან დღემდე უცნობი დარჩა. დღეს ყველაზე ცნობილ ხელოვნურ ენად ითვლება — ესპერანტო (esperanto)  საერთაშორისო დამხმარე ენა, რომელიც შექმნა თვალის ექიმმა და პოლიგლოტმა ლუდვიგ ლაზარ ზამენჰოფმა. მანვე შეადგინა ესპერანტოს პირველი სახელმძღვანელო, რომელიც  გამოვიდა ვარშავაში 1887 წელს.

მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი 2 და მეტ ენაზე საუბრობს.

ყველაზე გავრცელებული ენები დაახლოებით 50,000 სიტყვას შეიცავს. ინგლისური ენა ,  Oxford English Dictionary-თანახმად  შეიცავს 250 000  სიტყვას.

ჩრდილო-ჩინური დიალექტი  982 მილიონი ადამიანის  მშობლიური ენააა , ეს დედამიწაზე მცხოვრები ხალხის  12,44 %.

როტოკასი ყველაზე   უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში , მის ანბანში სულ 12 ასოა: A E G I K O P R S T U V. მის გამო ეს ანბანი ყველაზე მოკლე ანბანად იქცა  დედამიწაზე.

მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედი ინგლისურად საუბრობს.

დღეს 231 ენა  დაღუპულად ითვლება  და ეს რიცხვი თანდათან იზრდება.

ბიბლიის წაკითხვა შესაძლებელია 2454 ენაზე. ზოგიერთი მათგანი უკვე   გადაშენდა.

ყველა ენის 12%  გამოიყენება ერთ სახელმწიფოში — პაპუა-ახალი გვინეაში.