24. 05. 2019

14 საინტერესო ფაქტი ესპანური ენის შესახებ

ესპანური მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ენად ითვლება. ასევე ის არის  ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებული და მარტივად შესასწავლი  ენა.  ამიტომ ჯერ თუ არ აგირჩევიათ რომელი ენა შეისწავლოთ  მაშინ გაეცანით საინტერესო ფაქტებს ესპანური ენის შესახებ - ეს არჩევანს გაგიადვილებთ.

1. ის ასევე ყველაზე გავრცელებულია რომანულ ენებს შორის. ესპანური ენა შეიქმნა ხალხური ლათინურისა და იბერიის რომაული პროვინციების ადგილობრივი მოსახლეობის ენის შეჯვარების საფუძველზე. თავისი წარმოშობით იგი წარმოადგენს კანტაბრიის დიალექტს, რომელიც IX საუკუნეში გავრცელდა ძველ კასტილიაში ხოლო XI საუკუნიდან მთელს ცენტრალურ ესპანეთში.  იმის გამო, რომ ესპანური კასტილიის რეგიონში გავრცელებული დიალექტიდან განვითარდა  მას ასტილიურ ენასაც  უწოდებენ.

2. ესპანური ენა  გამოიყენება ევროპაში, ამერიკაში, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში  და აფრიკაში. ასევე ის აღიარებულია სახელმწიფო ენად აშშ-ს ზოგიერთ შტატში. ესპანური მსოფლიოს მასშტაბით 380 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური ენაა. ესპანურენოვან ქვეყნებში პირველი ადგილი მოსახლეობის რაოდენობით მექსიკა აქ დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი საუბრობს  ესპანურად  მეორე ადგილზე კი ამერიკის შეეერთებული შტატებია, აქ დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს ესპანურად.

3.რადგან ესპანურენოვან ქვეყნებში მაღალი შობადობაა, არსებობს ვარაუდი , რომ მომავალში ეს ენა ინგლისურ ენაზე გავრცელებული იქნება. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თაობის შემდეგ, დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს  რაღაც დონეზე ეცოდინება ესპანური ენა. ამასთან ამერიკის  შეერთებული შტატები გახდება ლიდერი იმ ადამიანების რიცხვით, რომლებმაც ეს ენა იციან.

Интересные факты об испанском языке

4. ესპანური ენის მთავარ კონკრენტად ითვლება ინგლისური ენა,   რადგან  ლათინური  ამერიკის  ზოგიერთ ქვეყანაში ინგლისური მეორე სახელმწიფო ენაა და გარდა ამისა ამ ქვეყნებში მისი ცოდნა  დიდ უპირატესობად ითვლება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ  ესპანურენოვანი ქვეყნების უმრავლესობა  ან  განვითარებადი   ან "მესამე სამყაროს" ქვეყნებია, ამიტომ ინგლისურის ცოდნა მათ კარგი სამსახურის დაწყებაში და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებაში ეხმარება.

5. მიუხედავად ესპანურის  მთელ  მსოფლიოში  გავრცელებისა  ეს ენა მაინც   ერთგვაროვანია.  არის  მცირე ცვლილებები, მაგრამ მიუხედავად ამისა   ესპანეთის და ჩილეს მაცხოვრებლებს მაინც შეუძლიათ ერთმანეთის საუბრის გაგება.

6. ესპანური  მიეკუთვნება  ფონეტიკური  ენების რიცხვს, ამიტომ  სხვა ენებისგან განსხვავებით  ესპანური სიტყვების უმრავლესობა იწერება ისე,როგორც წარმოითქმს (და პირიქით). გამონაკლისია მხოლოდ უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომელთა უმრავლესობაც ინგლისური ენიდან  წარმოიშვა.  ითვლება,რომ ზუსტად ამის გამო ეს ენა  ადვილი სასწავლია.  თუმცა, საკუთარი სირთულეებიც აქვს.

7. ამბობენ, რომ თუ თქვენ იცით ინგლისური  არ გაგიჭირდებათ ესპანურის სწავლა. თქვენ უკვე გეცოდინებათ დაახლოებით 3000 მეტი სიტყვა, რომელთა  უმრავლესობაც  დაკავშირებულია მეცნიერებასთან და  ტექნოლოგიებთან.  ეს სიტყვები "ნასესხები" იყო  718-1492 წლებში.

8. ესპანურ ენის  დამახასიათებელი   ნიშნებია  ასო«ñ» და  ამოტრიალებული  ძახილის და კითხვის ნიშნები, ისინი  14 საუკუნეში გაჩდნენ.

9. 1713 წელს  დაარსდა  ესპანური ენის სამეფო აკადემია (Real Academia Española), რომელიც შექმნა  ენობრივი ნორმების განსაზღვრად და მისი განვითარების მონიტორინგისთვის. ის განსაზღვრავს ესპანურ გრამატიკას, ადგენს ლექსიკონებს და ასრულებს სხვა მსგავს საქმიანობას.  საინტერესოა, რომ აკადემიის მიერ მიღებულ ნორმებს ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც  იცავენ .

10. ესპანური ენის გრამატიკული წესების პირველი კრებული — «Grammatica castellana» —  გამოიცა 1492 წელს  ესპანელი ფილოსოფოსის, ისტორიკოსის და პოეტის ელიო ანტონიო დე ნებრიხას (Elio Antonio de Nebrija) მიერ.

11. ესპანურში ყველაზე გრძელი სიტყვა არის —  «electroencefalografista» «ელექტროენცეფალოგრაფისტი», (ადამიანი, რომელიც  დაკავებულია ადამიანის ტვინის  კვლევით ელექტროენცეფალოგრაფით).

12.ესპანურ ენაში ყველაზე გავრცელებული ასოებია — «E», «A», «O», «L», «S», რომელთა უმრავლესობაც ხმოვანია. ყველაზე იშვიათად გამოყენებადი ასოა  «W», რომელიც მხოლოდ უცხოური წარმოშობის სიტყვებში გვხვდება.

13. ესპანური  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ენაა.  ეს გარკვეულ სირთულეებს უქმნის დამწყებებს, მათ უჭირთ ყველა სიტყვის  სწრაფ რითმში გაგება.

14.  IIXX საუკუნეში ესპანური  ითვლებოდა დიპლომატიის და დიპლომატების ენად.