07. 05. 2019

რატომ უნდა იცოდე იაპონური ენა

იაპონია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა,  ის ტრადიციების და თანამედროვეობის უნიკალური მიქსია. იაპონიის მდიდარი  კულტურის უკეთ გაცნობაში თქვენ იაპონური ენის ცოდნა  დაგეხმარებათ.  ყოველწლიურად იზრდება ამ ქვეყანაში სხვადასხვა მიზნით  ჩასულ ადამიანთა რიცხვი,  ამ ფაქტმა  ავტომატურად გაზარდა   იაპონური ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი.

იაპონურ ენაზე ლაპარაკობს, სავარაუდოდ, 130 მილიონ ადამიანზე მეტი და მოლაპარაკეთა რიცხვის მიხედვით ამ ენის ხვედრითი წილი მსოფლიო მოსახლეობის 2,4 % შეადგენს, რის გამოც იაპონური მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენათა ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.

იაპონურს არ აქვს რიცხვი და სქესი, არსებითი სახელი არ იბრუნება. ძირითადი ლექსიკური მარაგი ორმარცვლიანია. არსებობს იაპონურის მრავალი რეგიონალური და სოციალური დიალექტი. იაპონურ ენას სტანდარტიზაციის პროცესში საფუძვლად ტოკიოს ქალაქური მეტყველება დაედო.

იაპონური ენის სწავლის მიზეზები

1. იაპონური კულტურა

იაპონურ ენაზე ლაპარაკობს 130 მილიონ ადამიანზე მეტი.  ეს ქვეყანა ხალხს იზიდავს არა მარტო ძველი კულტურის არამედ  თანამედროვე კულტურის გამოც.

2. იაპონიაში მოგზაურობა

როგორც ცნობილია იაპონელების უმრავლესობა არ ლაპარაკობს ინგლისურად ან თუ ლაპარაკობენ  ისეთი აქცენტით, რომ რთულია ზოგი სიტყვის გაგება, ამიტომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მოგზაურობა  ენის ცოდნის შემთხვევაში ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ.

3. ხალხთან ურთიერთობა

იაპონური მსოფლიოს ყველაზე გავრცელებულ ენათა ჩამონათვალში მე-9 ადგილს იკავებს.  ენის ცოდნა გაგიმარტივებთ იაპონური კულტურის შეცნობას.

4. იაპონური ენა ხელს უწყობს თვით-განვითარებას

იაპონური ენის შესწავლა დაგეხმარებათ გონების განვითარებაში. ის არ გავს არცერთ სხვა ენას, რაც მის შესწავლას  თავგადასავლად აქცევს. ის დაგეხმარებათ  მეხსიერების გაუმჯობესებაში და  აქვს დადებითი ეფექტი ტვინის მუშაობაზე.

5. იეროგლიფები

იეროგლიფების სწავლა ძალიან საინტერესოა. იეროგლიფები  — ეს არ არის ნიშნების შემთხვევითი კრებული- თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.

6. იაპონური ენის სილამაზე

იაპონური ენა ძალიან ლამაზი და მელოდიურია.

7. უნიკალური ენა

იაპონური უნიკალური ენაა – გრამატიკა, წერა, გამოთქმა– ძალიან განსხვავდება თქვენთვის უკვე ცნობილი ენებისგან, ამიტომ ამ ენის დაუფლება  თქვენ უფრო თავდაჯერებულს გაგხდით.

8. გამოთქმის სიმარტივე

იაპონური სიტყვების  გამოთქმა ძალიან მარტივია.

9. ამ ენის შესწავლა არის სახალისო და საინტერესო                                                                                                                                                                                                                                                           

10. ამ ენის სწავლა მომგებიანია

იაპონიის ეკონომიკა სიძლიერით მსოფლიოში მეორეა. ბევრი იაპონური კომპანია, როგორიცაა: Toyota, Canon, Toshiba, Sony, Casio, Honda, Mitsubishi  და სხვები თავიანთ სფეროში გლობალურ ბაზარზე წამყვან პოზიციებს  იკავებენ. იაპონური ენის  ცოდნა დადებითად აისახება თქვენი კარიერის განვითარებაზე, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ბიზნესი, ფინანსები, საერთაშორისო ურთიერთობები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ელექტრონიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ტურიზმი და  სხვა.

11. კარგი განათლების მიღების საშუალება

იაპონია — მოწინავე ტექნოლოგიების ქვეყანა, იაპონური განათლება მსოფლიოში აღიარებულია.