07. 05. 2019

10 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ ფრანგული ენა!

 1. ფრანგული  გავრცელებულია მთელ მსოფლიოში

ფრანგულ ენაზე მსოფლიოს 5 ნაწილში 200 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს.

ფრანკოფონია - მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია. აერთიანებს 70 ქვეყანას. ინგლისურის მერე  ფრანგული ყველაზე პოპულარული  შესწავლადი ენაა. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ენებს შორის ის 9 ადგილს იკავებს.

ინგლისურთან ერთად ის  მიეკუთვნება იმ  ერთადერთ ენას, რომელლის  შესწავლაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია  შესაძლებელი.

2.  ეს ენა დაგეხმარებათ დასაქმებაში

ფრანგული და ინგლისური ენის ცოდნა საერთაშორისო შრომის ბაზარზე წარმატების შანსებს ზრდის. ფრანგული ენის ცოდნა დაგეხმარებათ დაიწყოთ სამსახური,როგორც ფრანგულ ფირმაში ასევე საფრანგეთში და რათქმაუნდა სხვა ფრანგულენოვან ქვეყნებში (კანადა, შვეიცარია, ბელგია და  აფრიკის ქვეყნები). საფრანგეთი – საიმედო ეკონომიკური პარტნიორია: ის იკავებს მსოფლიოში მეხუთე ადგილს ვაჭრობაში და მესამეს  უცხოური ინვესტიციების შედინების მხრივ.

3. კულტურის ენა

ფრანგული არის საერთაშორისო ენა ისეთ სფეროებში როგორიცაა : გასტრონომია, მოდა, თეატრი, ხელოვნება, ცეკვა და არქიტექტურა. ფრანგული ენის  ცოდნა საშუალებას მოგცემთ ორიგინალში წაიკითხოთ ფრანგული ლიტერატურული  ნაწარმოებები, უყუროთ ფილმებს და ასევე  დატკბეთ ფრანგული სიმღერებით. ფრანგულ ენაზე საკითხავი  არის  – ვიქტორ ჰიუგოს, მოლიერის, ლეოპოლდ სედარ სენგორის, ედიტ პიაფის, ჟან-პოლ სარტრის  და სხვა   უამრავი  ცნობილი მწერლის ნაწარმოებები.

4.  მოგზაურობის ენა

საფრანგეთი – ყველაზე ნახვადი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც წელიწადში 70 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს. ფრანგული ენის ცოდნა თქვენს მოგზაურობას უფრო სასიამოვნოს გახდის  საფრანგეთის ნებისმიერ რეგიონში (მზიანი სანაპიროები, ალპების თოვლიანი მწვერვალები, ბეტანის კლდოვანი უბეები) ასევე საშუალებას მოქცემთ უკეთ გაეცნოთ ქვეყნის კულტურას, ფრანგული ცხოვრების სტილს. ფრანგულის ცოდნა ასევე  გამოგადგებათ აფრიკაში, შვეიცარიაში, კანადაში, მონაკოში და  სეიშელის კუნძულებზე მოგზაურობისას.

5.  ეს ენა დაგეხმარებათ საზღვარგარეთ განათლების მიღებაში

ფრანგული ენის ცოდნა დაგეხმარებათ  საფრანგეთში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტებში  სწავლის გაგრძელებაში. ფრანგული ენის მცოდნე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ გრანტი.

6. ის მეორე საერთაშორისო ენაა

ფრანგული არის ოფიციალური ენა ისეთი გაერთიანებებისთვის როგორიცაა : გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, იუნესკო, ნატო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, წითელი ჯვარი და  ასევა მრავალრიცხოვანი სასამართლო სისტემები. ფრანგულად საუბრობენ იმ სამ   ქალაქში, სადაც მდებარეობს ევროპული ინსტიტუტების შტაბი: სტრასბურგში, ბრიუსელში და ლუქსემბურგში.

7.  მსოფლიოს აღმოჩენის ენა

ინგლისურის და გერმანული ენის შემდეგ ფრანგული ინტერნეტ სივრცეში ყველაზე გავრცლებული ენაა, მისი ცოდნა დაგეხმარებათ  შეხედოთ მსოფლიოს სხვა კუთხით იურთიერთოთ ადამიანებთან მსოფლიოს სხვადასხვა  ადგილებიდან და გაეცნოთ მათ მდიდარ კულტურას.

8. სასიამოვნო ენა შესასწავლად

ფრანგული ენა ადვილი სასწავლია. არსებობს ამ ენის შესწავლის უამრავი მეთოდი,როგორც პატარებისთვის ასევე დიდებისთვის. თქვენ ძალიან მოკლე დროში შეძლებთ ამ ენაზე ურთიერთობას.

9. ენა სხვა ენების შესასწავლად

ფრანგული ენის ცოდნა დაგეხმარებათ სხვა ენების შესწავლაში,  კერძოდ ლათინური წარმოშობის ენების (ესპანური, იტალიური, პორტუგალიური და რუმინული) და ასევე ინგლისურის შესწავლაშიც,  ვინაიდან თანამედროვე ინგლისური ენის ლექსიკონი 50% ფრანგული ენიდან არის აღებული.

10.  სიყვარულის და ინტელექტის ენა

ფრანგული ენის შესწავლა – ეს, პირველ რიგში, არის სიამოვნების მიღება  მშვენიერი, მდიდარი და მელოდიური ენის შესწავლით.  ფრანგულს ასევე ხშირად უწოდებენ "სიყვარულის ენასაც". ფრანგული - ეს არის ანალიტიკური ენა, რომელიც გეხმარებათ კრიტიკულ აზროვნებაში  და რომელიც ძალიან სასარგებლოა დისკუსიების  წარმართვის დროს.