07. 05. 2019

საინტერესო ფაქტები იტალიურ ენასთან დაკავშირებით!

იტალიური ენა  უკვე საუკუნეებია  დაკავშირებულია  ხელოვნებასთან, შემოქმედებასთან, პოეზიასთან და მუსიკასთან. იგი წარმოიქმნა მძლავრი რომის იმპერიის ნაშთებზე და გავრცელდა მთელს ევროპაში. იტალიური ენა მიეკუთვნება რომანულ ენებს, რომელშიც აგრეთვე შედის ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული და ზოგი სხვა ნაკლებადგავრცელებული ენა.

იტალიური ენის ფორმირების პროცესი დაახლოებით XVIII საუკუნის შუა ხანებში დასრულდა. ისტორიულად იტალიურის ენად ჩამოყალიბების პროცესი იმ პერიოდში მიმდინარეობდა, როცა ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი ცენტრალური იტალია, კერძოდ კი უპირატესად ტოსკანის მთავარი ქალაქი - ფლორენცია გახდა.

 გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს იტალიური ენის შესახებ:

  1. იტალიაში არსებობს ბევრი ადგილობრივი დიალექტი, რომლებიც ისე ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ იტალიურის, როგორც საერთო სახელმწიფოებრივი ენის არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა იტალიის რესპუბლიკის ერთიანი და გამართული ფუნქციონირება. ის რასაც მთელი მსოფლიო უწოდებს იტალიურს,  იტალიაში მას ტოსკანურ დიალექტს უწოდებენ.
  2. მის ანბანში მხოლოდ  21 ასოა. ხუთი ასო: k, w, x, y და j გამოიყენება მხოლოდ უცხო სიტყვების დასაწერად.
  3. უნდა აღინიშნოს, რომ გამონათქვამი  "იტალიური დიალექტი" - უბრალოდ იდიომაა.  საქმე იმაშია, რომ  რომის იმპერიის დაშლის შემდეგ  ლათინურიდან  იტალიის ტერიტორიაზე  დამოუკიდებლად დაიწყო  სხვადასხვა ენების   ჩამოყალიბება.  რენესანსის ეპოქაში  ოფიციალურ ენად იქნა არჩეული - ტოსკანური, მაგრამ  მიუხედავად ამისა ჩრდილოეთ იტალიის მაცხოვრებლებს არ ესმით სამხრეთ იტალიის მაცხოვრებლების  და პირიქით. ლინგვისტები თვლიან, რომ  ეს დიალექტები ცალკე ენად უნდა ჩაითვალოს.
  4. იტალიური მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ზოგიერთ  ენაში მყარად გაიდგა ფესვი. ყველა ვიძახით სიტყვებს: ჩაო, სპაგეტი, კაპუჩინო, ფორტეპიანო,ორკესტრი, გრიპი, კარანტინი, პროპაგანდა, ლატარია და ა.შ.
  5. დანტე ალიგიერს ხშირად იხსენიებენ,როგორც იტალიურის მამას. ის დღემდე ითვლება ყველაზე ცნობილ იტალიელ მწერლად. თავის ნაწარმოებებში ტოსკანური დიალექტის გამოყენებით მან შექმნა მაღალი სტანდარტი. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  იმ წლებში (1320), როცა გამოვიდა "ღვთაებრივი კომედია"  ტოსკანური დიალექტი იცოდა მოსახლეობის მხოლოდ  2,5% .  1861 წელს  იტალიაში  ოფიციალურად  მიიღეს ტოსკანური დიალექტი ძირითად ენად.
  6. ყველაზე გავრცელებულ დიალექტად ითვლება ნეაპონიტალური, მასზე  7,5 მილიონი ადამიანი საუბრობს.
  7. ყველაზე გრძელი იტალიური სიტყვა - esofagodermatodigiunoplastica. ეს არის სამედიცინო ტერმინი, დაკავშირებული ქირურგიასთან.
  1. იტალიურს არაოფიციალურად  შეგვიძლია მუსიკალური ენაც კი ვუწოდოთ.მიუსიკალური ტერმინების უმრავლესობა დაწყებული ფორტეპიანოთი  და  ორკესტრით, დამთავრებული  კრეშენდოთი და  სოპრანოთი - იტალიური ენიდან მოდის. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ რენესანსის ეპოქაში მუსიკოსების უმრავლესობა წარმოშობით იტალიიდან იყვენენ.
  2. იტალიური ენა მიეკუთვნება რომანულ ენებს, რომელშიც აგრეთვე შედის ესპანური, ფრანგული, პორტუგალიური, რუმინული და ზოგი სხვა ნაკლებადგავრცელებული ენა.
  3. იტალიელებს უყვართ ორმაგი თანხმოვნები. ზოგიერთ შემთხვევაში, მათი რიცხვი აღწევს ოთხ ორმაგ ფორმას - მაგალითად, appallottolare და disseppellire.
  4. იტალიური მხოლოდ იტალიელებისთვის არაა სახელმწიფო ენა. ის ასევე აღიარებულია ოფიციალურ ენად ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: შვეიცარია, ვატიკანი, სანმარინო  და სლოვენია. ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ის შესასწავლად პოპულარულ ენებს  შორის მეხუთე ადგილზეა.
  5. მსოფლიოში ელექტროენერგიის სტანდარტული საზომი ერთეულია ვოლტი - ეს კი იტალიური სიტყვაა (იტალიელი  ფიზიკოსი და ქიმიკოსი ალესანდრო ვოლტა  იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია).
  6. ამჟამად,  იტალიური დიალექტების უმრავლესობა (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით ენას) გაქრობის ზღვარზეა. იტალიელები ყველა ძალებით ცდილობენ მათ შენარჩუნებას, ხოლო იუნესკომ 30 ენას გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსი მიანიჭა.
  7. იტალიური არის მშობლიური ენა 63 მილიონი ადამიანისთვის. ასევე,  დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი  მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან სწავლობს მას.

შუა საუკუნეებში ეს ენა  მაღალ ხელოვნებასთან ასოცირდებოდა, მან მსოფლიოს აჩუქა ისეთი ნამუშევრები როგორიცაა : ღვთაებრივი კომედია,  დეკამერონი, ახალი სიცოცხლე.

იტალიური არის პირველი ეროვნული ენა ევროპის ისტორიაში!