ჩვენ შესახებ

კემბრიჯ-ცენტრმა სრულიად გაფანტა მითი იმის შესახებ, რომ სწავლა რთულია. ჩვენთან სწავლა რთული კი არა, მარტივი და სახალისო პროცესია.

ყველაფერი 2005 წელს დაიწყო. 

კემბრიჯ-ცენტრის დაარსება ჩვენი კემბრიჯელი მეგობრების საქართველოში სტუმრობას უკავშირდება. სწორედ მათ გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, მიეღოთ 10 ბავშვი საქართველოდან და სრულად დაეფინანსებინათ მათთვის კემბრიჯში ინგლისური ენის შესწავლა. 

აი, სწორედ ამ პირველი წარმატებული პროექტის შემდეგ  გაჩნდა იდეა, დაგვეარსებინა საქართველოში ევროპული ენების შემსწავლელი ცენტრი, სადაც არა მარტო ბავშვები, არამედ ნებისმიერი ასაკის მსურველები კემბრიჯის საერთაშორისო სტანდარტების აღიარებული მეთოდოლოგიით შეძლებდნენ ენების შესწავლას. კემბრიჯ-ცენტრი 2006 წელს დაფუძნდა და დღემდე აქტიურ ურთიერთობას ინარჩუნებს კემბრიჯელ კოლეგებთან. 

კემბრიჯ-ცენტრში წამყვანი ენა ინგლისურია, თუმცა ასევე შეგიძლიათ საფუძვლიანად შეისწავლოთ  გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუსული, ჩინური, იაპონური და არაბული ენები.

პირველი, რაც კემბრიჯ-ცენტრს კონკურენტებისგან გამოარჩევს, როგორც აღვნიშნეთ, ესაა კემბრიჯის მეთოდოლოგია. ცენტრში ზუსტად იმ უახლესი სახელმძღვანელოებითა და   აუდიო-ვიდეოჩანართებით შეასწავლიან ენას, რომლებითაც კემბრიჯში. მეთოდოლოგია ისეა შემუშავებული, რომ მორგებულია ნებისმიერი მსმენელის საჭიროებაზე. 

ჩვენი მსმენელები არიან ბავშვები, მოზრდილები, აბიტურიენტები, სტუდენტები, მაგისტრანტები, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებული ნებისმიერი ასაკის ადამიანები.

აქ საფუძვლიანად და სიღრმისეულად ისწავლება გრამატიკა და მსმენელები სულ მცირე დროში ახერხებენ უცხოურ ენაზე ამეტყველებას.

სწავლების პროცესში უამრავი თანამედროვე სახალისო და შემეცნებითი აქტივობაა გამოყენებული და ეს ყველაფერი ჰარმონიულადაა შერწყმული ჩვენი ქვეყნის თავისებურებების, ისტორიის, ღირსშესანიშნაობებისა და ტრადიციების შესწავლასთან.

აქ განსაკუთრებული გარემოა ცოდნის მისაღებად და სწორედ მუდმივი სწრაფვა განვითარებისა და მრავალფეროვნებისკენ  არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკვე წლებია, კემბრიჯ-ცენტრი სანდო რეპუტაციასა და ლიდერის პოზიციებს ღირსეულად ინარჩუნებს.

კემბრიჯ-ცენტრმა სრულიად გაფანტა მითი იმის შესახებ, რომ სწავლა რთულია. ჩვენთან სწავლა რთული კი არა, მარტივი და სახალისო პროცესია. 

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ აქ მიღებული ცოდნა იმდენად  მყარი და საფუძვლიანია, რომ საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება, ენამ დავიწყება იცისო, ჩვენს მსმენელებს არ ეხება!

კემბრიჯ-ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა გამოცდილი, უცხოეთში განათლებამიღებული ქართველი და უცხოელი პედაგოგები, რომელთაც უცხოური ენების სწავლების ექსპერტული ცოდნა აქვთ.

ცენტრში მსმენელები 8 წლის ასაკიდან მიიღებიან. მსურველებს შეუძლიათ როგორც უნარების გაუმჯობესება, ასევე ენის სრულიად საწყისი ეტაპიდან შესწავლა. ტესტირების შედეგად ზუსტდება ცოდნის დონე  და მსმენელს ოპტიმალურ პროგრამას ვთავაზობთ.

აქ ენის შესწავლა შესაძლებელია დისტანციურადაც – ინდივიდუალური ონლაინკურსის მეშვეობით. ცენტრის პედაგოგები მსმენელისთვის მოსახერხებელ დროს ონლაინრეჟიმში ატარებენ გაკვეთილს. ეს კომფორტულია დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც  ვერ ახერხებენ ცენტრში მოსვლას. ამ მეთოდით კემბრიჯ-ცენტრში უამრავმა ადამიანმა შეისწავლა უცხოური ენა როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხოეთიდანაც.

კემბრიჯ-ცენტრში საზაფხულო სკოლაც მუშაობს, სადაც მსურველებს უცხოური ენების დაჩქარებული მეთოდით შესწავლა შეუძლიათ. დაჩქარებული მეთოდით შესწავლა არამხოლოდ საზაფხულო სკოლის ფარგლებშია შესაძლებელი. აქ მსმენელებს 1 დონის გავლა მხოლოდ 1 თვეში შეუძლიათ!

ცენტრში ბევრი საინტერესო პროექტი მუშაობს, ერთ-ერთი ასეთია ჯგუფი Friends, რომლის ფარგლებშიც მეგობრებისთვის – ოთხი-შვიდი დასაქმებული მსმენელისთვის ან სტუდენტისთვის იხსნება ცალკე ჯგუფები და მათ ინდივიდუალური გრაფიკით შეუძლიათ სწავლა. ჯგუფის წევრებისთვის გათვალისწინებულია ფასდაკლება და საჩუქრად კემბრიჯის უახლესი სახელმძღვანელოების კომპლექტები გადაეცემათ.

კემბრიჯ-ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს FCE-ის, TOEFEL-ისა და IELTS-ის  საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები.

აქ ასევე მიმდინარეობს სასერტიფიკატო პროგრამების სწავლება:

ქართული არაქართველებისთვის, გაძლიერებული ექსელის კურსი, ბუღალტერია, ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმროს მენეჯმენტი.

კემბრიჯ-ცენტრის მთავარი მისიაა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნარებისა და ცოდნის შეძენის საშუალება მისცეს მსმენელებს.

მთავარი ღირებულება კი ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული მომავლის შენებაა.

  • 0
    სტუდენტი
  • 0
    წლიანი გამოცდილება
  • 0
    ენის დონე
  • 0
    სასწავლო პროგრამა